ეპისკოპოსი; გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა: „დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“. უკანასკნელი კვლევა-ძიებით (ლ. ჯღამაია), ეზრა მიჩნეულია სინურ ხელნაწერებში დადასტურებულ ეზრა ქობულეანად. ამ თვალსაზრისის თანახმად, ის X ს. 80-იანი წლებისათვის მღვდელია და იოანე-ზოსიმეს თანამოღვაწე.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]