ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეკლ ეკტ

ეკლესია

ბერძნ. ერთობლიობა“, „მოწოდებულნი“

1. ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელ-მორწმუნეთა საზოგადოება, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და ეროვნების ქრისტიანს. მოციქულთა ეპისტოლეებში ეკლესია ქრისტეს სხეულადაა მოხსენიებული (კოლას. I, 24). მოძღვრება ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, შესახებ ჩამოყალიბდა ადრეულ ქრისტიანულ წერილობითს წყაროებში: კათოლიკე (მსოფლიო) ქრისტიანული ეკლესია არის „ერთიანი, განუყოფელი და განუწვალებელი“ (კვიპრიანე კართაგენელი, III ს.);

2. საეკლესიო ნაგებობა, ტაძარი ღვთისა, „სახლი უფლისა“, რომელშიც იკრიბებიან მორწმუნენი საღვთო მადლის მისაღებად. პირველი ეკლესია იერუსალიმში დაფუძნდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, როდესაც მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და მათ ქადაგების განსაკუთრებული უნარი შეიძინეს. არსებობს ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის ნაგებობა საკურთხევლით აღმოსავლეთისკენაა მიმართული. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, ზარი კი ამცნობს მორწმუნეებს ღვთისმსახურების დაწყებას.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9