კახეთის აჯანყების (1659 წ.) ერთ-ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ირანის შაჰმა დასასჯელად თურქმანულ ტომებს გადასცა, რომლებმაც იგი წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავი ჩამოასვენეს და იკორთაში, ერისთავების საგვარეულო მონასტერში, დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ელიზბარ ქსნის ერისთავი ისევე, როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]