ადარნასე ქართლის ერისმთავარი და კურაპალატი, ნერსე ერისმთავრის მამა; მოხსენიებულია ქართლის ერისმთავრად, რომელმაც, სავარაუდოდ, მოახერხა არაბებისაგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული. იოანე საბანისძის „წმ. აბოს წამებაში“ ვკითხულობთ: „ერისმთავარი იგი ქართლისაჲ, სახელით ნერსე, ძჱ ადრნესე კურაპალატისა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]