ერებუნი // ერივანი, სომხეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. რაზდანზე, სომხეთის დედაქალაქია 1918 წლიდან; ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს ერამდე VIII საუკუნეში იღებს, როცა არგიშთი I-მა არარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე-სიმაგრე ერებუნი აღმართა. ეს მოხდა ძვ. წ. 782 წ. ერებუნი შეიქმნა როგორც „დიდებული ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, სავსებით სამეფო დედაქალაქი“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]