ისაია, ბიბლიური წინასწარმეტყველი, სამეფო გვარის შთამომავალი, ძველებრაელთა პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიის რეფორმატორი; გარდაიცვალა მოწამებრივი სიკვდილით: მანასეს მეფობის დროს ხის ფუღუროში დამალული ხესთან ერთად შუაზე გაუხერხავთ. მის სახელს უკავშირებენ ცნობილი ბიბლიური წიგნის „წინასწარმეტყველება ესაიასი“ ებრაული ტექსტის ნაწილს. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ადრევეა თარგმნილი ქართულ ენაზე, მოიპოვება „ოშკის ბიბლიაში“. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობასა“ და გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]