ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეტრ ეტჳ

ეტჳფანე (VIII – IX სს.)

ეპიფანე, ხანძთის მონასტრის მონაზონი, წმ. გრიგოლის მოწაფე, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, გამორჩეული თავმდაბლობის ღვაწლით. წმ. გრიგოლის მკაცრ გამოცდას (ჟამის წირვისას უმიზეზოდ თავში კვერთხის ჩარტყმას) საღმრთო სიმდაბლით შეეგება, რასაც წმ. ბერის აღფრთოვანება მოჰყვა. ეპიფანე ქართლიდან ჩასულა ხანძთის მონასტერში და ამ მონასტრის მთავარი ეკლესიის წინამძღვარი გამხდარა. არსებობს მოსაზრება მისი ჰიმნოგრაფობის შესახებ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9