პერგამენტი, განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. მზადდება სპეციალურად მომზადებული ცხოველების დაუცველი ტყავისგან. საქართველოში X – XI სს. სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის ქაღალდი. ეტრატზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები – პალიმფსესტები V – VIII სს. თარიღდება. სულხან-საბა ორბელიანს ეტრატი განმარტებული აქვს, როგორც „ტყავის ქაღალდი, წიგნის ტყავები“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]