ე ლ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ
ეფთ ეფრ

ეფრემ ასური (IV ს.)

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, ასკეტურ-მისტიკური მიმართულების საეკლესიო 119 მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, – საქართველოში. წმ. ეფრემს ეკუთვნის ბიბლიური ტექსტის კომენტარები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები, ჰიმნები საღვთისმეტყველო და ისტორიულ თემებზე. ეფრემ ასურის თხზულებანი ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ VIII – IX სს. საქართველოში. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია არსენ რომაელთან ერთად, როგორც „კაცთაგან განშორებული და ღმრთისა მიახლებული“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9