ვა ვე ვი ვლ ვნ
ვაზ ვაი ვალ ვან ვაჟ ვარ ვას ვაჩ ვახ

ვარდან მამიკონიანი (388 – 451 წწ.)

სომეხი სარდალი, სომხეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ტარონიდან, წმ. შუშანიკის მამა; მამიკონიანები მემკვიდრეობით სპასპეტები (მხედართმთავრები) იყვნენ. სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის, ცნობით, მამიკონიანები ჭენთა (ჩინეთის სამეფო გვარი) შთამომავლები არიან. სხვა მოსაზრებით, „ჭენ“ აქ „ჭანს“ (ერთ-ერთი ქართველური ტომი) უნდა ნიშნავდეს. 432 წ. მამიკონიანი სომხეთის სპარაპეტი (ჯარის მეთაური) გახდა, გაიწვიეს ირანში და მიაღებინეს სახელმწიფო რელიგია – ზოროასტრიზმი. მაგრამ, სომხეთში დაბრუნების შემდეგ, 450 – 451 წწ., სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა მთავრობის მეთაური გახდა. დაიღუპა 451 წ. ავარაირის ბრძოლაში. მამიკონიანი, როგორც ისტორიული პირი, იხსენიება იაკობ ხუცესის // ცურტაველის „წმ. შუშანიკის წამებაში“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9