ვა ვე ვი ვლ ვნ
ვაზ ვაი ვალ ვან ვაჟ ვარ ვას ვაჩ ვახ

ვარსქენ // ვასქენ პიტიახში (V ს.)

ფეროზიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი, არშუშას ძე, ქვემო ქართლის პიტიახში V ს. 60-80-იან წლებში; ის ეახლა სპარსთა მეფეს, უარყო ქრისტიანობა და მიიღო მაზდეანობა, ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო იმით, რომ ის 482 წ. მოაკვლევინა. ვარსქენ პიტიახში იყო ვარდან მამიკონიანის ასულის, წმ. შუშანიკის, მეუღლე. მათს ოჯახში დატრიალებული დრამა ასახულია უძველეს აგიოგრაფიულ თხზულებაში „წმ. შუშანიკის წამება“, რომლის ავტორია იაკობ ხუცესი // ცურტაველი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9