ვა ვე ვი ვლ ვნ
ვაზ ვაი ვალ ვან ვაჟ ვარ ვას ვაჩ ვახ

ვახტანგ I გორგასალი (V ს.)

ქართლის მეფე (449 – 502 წწ.), ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი, იბრძოდა სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის; ქვეყნიდან გააძევა მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი მიქაელი და ქართლის ეკლესიას სათავეში პეტრე კათოლიკოსი ჩაუყენა; მის დროს საეპისკოპოსო ეპარქიების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, განაშენიანდა თბილისი და შემზადდა ნიადაგი მცხეთიდან დედაქალაქის გადმოსატანად. შვიდი წლისას გარდაეცვალამამა. ოსებმა მოიტაცეს მისი და – მირანდუხტი, რომელიც კასპის მთავართან იზრდებოდა. 458 წ. ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში; ოსებზე გამარჯვების შემდეგ ცოლად მოიყვანა სპარსეთის მეფის ასული – ბალენდუხტი. ამით დაუმოყვრდა სპარსეთს და მასთან ერთად V ს. 50-60-იან წწ. ეომებოდა ბიზანტიელებს; მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი აჯანყება ირანის წინააღმდეგ მოხდა 482-84 წწ, მეორე აჯანყება – 502 წ. ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან ომში. დაკრძალულია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს სამეფო დროშას „დავითიან-გორგასლიანი“ ეწოდებოდა. ვახტანგ გორგასლის სპარსელი მეუღლის გამზრდელი (მამამძუძე) იყო ქართული ეკლესიის პირველმოწამე, გაქრისტიანებული სპარსელი –წმ. რაჟდენი; VIII ს. ქართველმა ისტორიკოსმა ჯუანშერმა (სხვა ვერსიით XI ს. მოღვაწე) აღწერა „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9