ვა ვე ვი ვლ ვნ
ვაზ ვაი ვალ ვან ვაჟ ვარ ვას ვაჩ ვახ

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.)

ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, ქართლის მეფის, ვახტანგ IV-ის, უკანონო შვილი. ფრანგი მოგზაურის (შარლ პეისონელი) ცნობით, დედამისი ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა, თუმცა უშუალო აღმზრდელად დეკანოზი იესე გარსევანიშვილი მიიჩნევა. 1717 – 1724 წწ. აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1721 წ., მდივანბეგ გივი თუმანიშვილთან ერთად, ჩაატარა ქვემო ქართლის მოსახლეობის სტატისტიკური აღწერა. ავტორია სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. შუა ხანებამდე. ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9