ზედაზნის მთა; წარმართულ ხანაში წარმოადგენდა იბერიის ერთ-ერთ მთავარს საკულტო ადგილს, სადაც აღმართული იყო ზადენის კერპი და ციხე, რომლებიც ფარნაჯომმა დადგა ძვ. წ. II საუკუნეში. მთის სახელწოდება ზადენის კერპისგან მომდინარეობს, მისი წინა სახელწოდება კი კუხეთის მთა უნდა ყოფილიყო.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]