ზა ზე ზი ზო ზღ
ზაბ ზად ზაზ ზან ზარ ზატ ზაქ

ზარზმა (IX ს.)

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის მუნიციპალიტეტი). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. თავდაპირველად დაუარსებია წარმოშობით კლარჯს, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწე წმ. სერაპიონ ზარზმელს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“. წმ. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV ს. პირველ წლებში სამცხის მთავრის, ბექა მანდატურთუხუცესის, დროს. ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9