ზა ზე ზი ზო ზღ
ზაბ ზად ზაზ ზან ზარ ზატ ზაქ

ზარი

მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების განუყრელი ნაწილი. ზარის კურთხევის წესში ნათქვამია: „რაჲთა ყოველთა ესმოდიან რეკა მისი დღითა და ღამითა და აღიძვროდიან დიდებისმეტყველებად წმიდისა სახელისა შენისა“. საეკლესიო ზარების რეკვას რამდენიმე ფუნქცია აქვს, კერძოდ: ღვთისმსახურებაზე მოსასვლელად მოუწოდებს მორწმუნეებს; გამოხატავს ღვთისმსახურების საზეიმო განწყობას; ტაძრის გარეთ მყოფებს აუწყებს ღვთისმსახურებათა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილების აღსრულების დროს. გარდა ამისა, ზარების რეკვით აუწყებდნენ რაიმე საშიშროების ანდა უბედურების შესახებ და სხვ. ზარებს კიდებენ საგანგებო კოშკში, რომელიც სამრეკლოდ იწოდება და, რომელსაც ეკლესიის შესასვლელთან ან მის სიახლოვეს აგებენ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9