| | |
სახელწოდება, კ. კეკელიძის აზრით, წარმოდგება სპარსული „აზატ“ სიტყვისაგან („თავისუფალი“), რომელიც ლიტურგიკის ენაზე ნიშნავს თავისუფალ, უქმე დღეს, დღესასწაულს) _ ზოგადად, დღესასწაულის სახელწოდება, რომელიც უკავშირდება ეგვიპტისაგან ებრაელთა გათავისუფლების მოგონებას. გარდა ამისა, ზატიკში იგულისხმება:
1. აღდგომის დღესასწაული;
2. აღნიშნავს ისეთ წიგნს, რომელიც შეიცავს უდიდესი დღესასწაულების (აღდგომა-ამაღლება-მარტვილია) საგალობლებს;
3. 50-დღიანი პერიოდი აღდგომის ორშაბათიდან მარტვილიის ორშაბათამდე (ზატიკობა) და ამ პერიოდის მასალის შემცველი წიგნი;
4. მარტვილიის კვირადღე, შაბათი;
5. აღნიშნავს შვიდეულსაც;
6. სააღდგომო საგალობელთა კრებული, გაგრძელება დიდი მარხვის საგალობლებისა – მარხვანისა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |