ეპისკოპოსი, დავით მიძნაძორელის მოწაფე; დაახლოებული იყო წმ. გრიგოლ ხანძთელთან. გიორგი მერჩულის ცნობით, აღიზარდა ტბეთში; მისი ხელით უამრავი სასწაული აღესრულა: მან ლოცვით შეაჩერა კლდეს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შერეული ფრინველი და კალიები, შემუსრა ორი გველი, რომელთა შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშაოდ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]