ზა ზე ზი ზო ზღ
ზებ ზედ ზემ ზენ ზეს

ზედაზენი (VII ს.)

ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. 535 წ. სირიიდან იბერიაში ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა წმ. იოანე ზედაზნელმა მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად შეარჩია ზედაზნის მთა, სადაც არსებობდა გაუქმებული წარმართული საკერპო ადგილი ზადენისა. აქედან ეწოდა იოანეს ზედაზნელი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა. VIII ს. მესამე მეოთხედში კათოლიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. 1479 წლიდან ზედაზნის მონასტერი ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. ამ ფაქტს ადასტურებს დავით გურამიშვილი, რომელიც დავითიანში წერს, რომ ზედაზენსა და შიო მღვიმეს - „ამ ორს მონასტერს მაქვნდა ალაგი, / სასაფლაო და ძვალთ შესალაგი“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9