თა თბ თე თი თო თრ თუ
თევ თეი თეკ თემ თეო თეს თეძ

თევდოსი (V ს.)

თეოდოსი დიდი, განდეგილი ბერი; დაიბადა კაპადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მიატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ანტიოქიაში გამოიარა და წმ. სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. სვიმეონმა მას სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. ჯერ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, რომელშიც იესოს თაყვანისცემის შემდგომ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა ამ მღვიმეში, დღე და ღამ ლოცულობდა და მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა. მან წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე, აღესრულა 105 წლის ასაკში და პატივით დაკრძალეს თავის გამოქვაბულში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9