დემურ სამარყანდელი // ტამერლანი, შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი, გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის, თარაღაის, შვილი; ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ჩამოაყალიბა სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო სამარყანდი. ჩაატარა დაპყრობითი და მძარცველური ლაშქრობები ირანში, კავკასიაში, ვოლგისპირეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და სხვ. 1362 წ. ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. მისი ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. 1386 – 1403 წწ. რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქვეყნის შემდგომ განვითარებას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]