თა თბ თე თი თო თრ თუ
თევ თეი თეკ თემ თეო თეს თეძ

თეოდორა დედოფალი (IX ს.)

ბიზანტიის დედოფალი, ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828 – 842 წწ.), მეუღლე; ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შვილის, მიხეილ III-ის მცირეწლოვნობის გამო, ბიზანტიის ფაქტობრივი მმართველი იყო. დედოფალი მოხსენიებულია „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობაში“. თხზულების ბოლოს მოყვანილია მისი წერილი, რომელიც მას გამოუგზავნია წმ. კონსტანტი კახის შვილებისა და ნათესავებისათვის. თეოდორა ულოცავს მათ ღვთის წინაშე ასეთი მეოხის გამოჩენას და თან ურჩევს: „გულაპყრობით იყავით ჩემდა მიმართ, და უღელსა ქუეშე ჩუენსა ქრისტჱს მიერსა ქედნი თქუენნი წარუპყრენით“. ერთი ვარაუდით, „წმ. კოსტანტი კახის მარტვილობა“ უნდა დაწერილიყო 853 – 856 წწ. ბიზანტიაში სწორედ დედოფალ თეოდორას მმართველობის ხანაში, კოსტანტი კახის წამებიდან თეოდორა დედოფლის გარდაცვალებამდე შუალედში. თეოდორა დედოფალმა მოიწვია საეკლესიო კრება და აღადგენინა ხატთა თაყვანისცემა, რისთვისაც ის წმიდანადაა შერაცხილი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. გარდაიცვალა 856 წ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9