| | |
ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომლებიც, ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად, თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე. ეს მცნებებია:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე;
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ;
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისაჲ ამაოსა ზედა;
4. მოიჴსენე დღჱ იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმჱ შენი, ხოლო დღჱ იგი მეშჳდჱ, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ;
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა;
6. არა კაც-ჰკლა;
7. არა იმრუშო;
8. არა იპარო;
9. არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა;
10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათჳს მოყუასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისათჳს მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთჳს, რაჲცა იყოს მოყუასისა შენისა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |