აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ათა ათთ ათი ათო

ათინელი

ბერძენი, მომდინარეობს „ათენიდან“, საბერძნეთის დედაქალაქი; ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ათენას პატივსაცემად დაერქვა. „ათენი“ ქართული ვარიანტია, ბერძნულ ენაზე კი „ათინა“ ეწოდება. ქალაქს სახელი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ ათენას პატივსაცემად დაერქვა. ათენის დაარსების ანტიკური მითის თანახმად, ჯერ კიდევ უსახელო ქალაქის პატრონობისა და მფარველობისთვის ერთმანეთს სიბრძნის ქალღმერთი ათენა და ზღვის ღმერთი პოსეიდონი ეჯიბრებოდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ, ვინც ათენელებს უკეთეს საჩუქარს მისცემდა, ის გაიმარჯვებდა კიდეც და მსაჯულად კეკროპ I დანიშნეს. მითის თანახმად, პოსეიდონმა ქალაქელებს პირველი ცხენი აჩუქა, ხოლო ათენამ - პირველი კულტივირებული ზეთისხილის ხე. კეკროპმა სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია და ქალაქის მფარველ ქალღმერთად ათენა დანიშნა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9