აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ათა ათთ ათი ათო

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი

ბერძნ. „პორტაიტისა“

ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. 999 წლიდან დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის ივერთა მონასტერში. გადმოცემის თანახმად, ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრიაა (ბერძნ. გზის მაჩვენებელი). მასზე ღვთისმშობლის სახეს აჩნევია ნაიარევი. ხატის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ხატმბრძოლობის დროს (IX ს.) ნიკეის ახლოს ცხოვრობდა ერთი მორწმუნე ქვრივი, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. როდესაც ხატმბრძოლი იმპერატორის მხატვრებმა შეიტყვეს ამის შესახებ, მოინდომეს ხატის ხელში ჩაგდება. ამიტომ, ქვრივმა ზღვაში შეაცურა იგი. ორი საუკუნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი ხატის შესახებ. ერთხელ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა დაინახეს ზღვაში ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც თავზე ადგა ღვთისმშობლის ხატს. ქართველი ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, წყლის ზედაპირზე ისე გაიარა, როგორც – ხმელეთზე და მიირქვა წმინდა ხატი. ეს მომხდარა 999 წ. ხატი დაუსვენებიათ მონასტრის ეკლესიის საკურთხეველში, მაგრამ მეორე დღეს კარიბჭის კარზე დაკიდებული ნახეს. ამიტომ ეწოდა პორტაიტისა, ანუ კარის ღვთისმშობელი. აქ ქართველებმა ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააშენეს და ხატიც მასში დააბრძანეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9