თა თბ თე თი თო თრ თუ
თევ თეი თეკ თემ თეო თეს თეძ

თეოფილე ხუცესმონაზონი (XI – XII სს.)

საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ლიტერატურული მოღვაწეობა დაუწყია მეფე გიორგი II-ის დავალებით. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის აგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკურ თხზულებათა თარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია წმ. იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღთქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზვნის კალამს ეკუთვნის მატაფრასული რედაქცია აგიოგრაფიული თხზულებისა „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9