დაბა საქართველოში, თიანეთის ქვაბულში, მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე; როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება ისტორიულ წყაროებში პირველად IV ს. ჩნდება. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, წმ. ნინო წობენიდან „გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელ-სცა ერწუ-თიანელთა“. XI ს. დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთსა და სომხეთთან აკავშირებდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]