თა თბ თე თი თო თრ თუ
თრდ თრი

თრდატ // ტირდატ (III – IV სს.)

თრდატ III // მითრიდატ, სომხეთის მეფე 298 _ 330 წწ. გამეფდა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დახმარებით. თრდატ III-მ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის დახმარებით ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას, რასაც მოჰყვა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება. 301 წ. სომეხ დიდკაცობასთან ერთად ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მის სახელთანაა დაკავშირებული წმ. ნინოს სომხეთიდან ქართლში გადმოსვლა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9