ხორციელი ძმა უფლისა, იოსებ დამწინდველის უფროსი ძე, იერუსალიმის პირველი მამამთავარი; ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმ. იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა და დიდი პატივით სარგებლობდა როგორც ქრისტიანებს, ისე – იუდეველებს შორის. აღესრულა მოწამებრივად, ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის იერუსალიმის ტაძრის გუმბათიდან ჩამოაგდეს. ავტორია ახალი აღთქმის წიგნებში ჩართული კათოლიკე ეპისტოლესი. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]