ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
იეზ იერ იეს

იერემია

ბიბლიური წინასწარმეტყველი, ანათოთელი მღვდლის, ექელკისიას, შვილი. თხუთმეტი წლისას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. ოცდასამი წელი წინასწარმეტყველებდა, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედანზე და სხვ. ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისაგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის. იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 586 წ.) ეგვიპტეში წაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. მოხსენიებულია სტეფანე მტბევარის „წმ. გობრონის მარტვილობაში“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9