ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
იკო

იკონოგრაფია

ბერძნ. „გამოსახულება“, „ვწერ“

მითოლოგიური, ისტორიული პერსონაჟებისა და სცენების გამოსახვის ტრადიციულად დადგენილი სისტემა. ის, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, სახვითი ხელოვნების გამოსახულებათა სისტემატიზაციასა და აღწერას მოიცავს; შეისწავლის წმინდა გამოსახულების როგორც გარეგან სახეს, სპეციფიკას, ისე – მის შინაარსს, სიღრმით შრეებში დაფარულ ღვთაებრივ საიდუმლოს. იკონოგრაფიას საეკლესიო ხელოვნების (ხატწერის) ანბანსაც უწოდებენ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9