ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
ილა

„ილარიონ ქართველის ცხოვრება“

„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ“ // „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ ახლისაჲ“ - თხზულება მოგვითხრობს IX ს. დიდი საეკლესიო მოღვაწის, წმ. ილარიონის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებს აღმოსავლეთ საქართველოსა და საზღვარგარეთის სამონასტრო ცენტრებში, კერძოდ: იორდანეს უდაბნოში, წმ. საბას ლავრაში, ულუმბოს (ოლიმპის) მთაზე, კონსტანტინეპოლში, თესალონიკესა და რომში. შექმნილია წმ. ილარიონ ქართველის ღვაწლის ამსახველ თხზულებათა მთელი ციკლი (ცხოვრებები და საგალობლები), კერძოდ, მოღწეულია: „ცხოვრების“ ვრცელი და მოკლე რედაქციები; ვრცელი ცხოვრება შემონახულია ერთადერთი 1074 წ. ათონური ხელნაწერით; `ცხოვრების~ მოკლე რედაქცია გვხვდება ორ ხელნაწერში: XIII ს-ისა (ე. წ. თბილისური ხელნაწერი) და XI ს. ათონურ ხელნაწერში (გადაწერილია 1041 – 1042 წწ. ათონის ქართველთა მონასტრის სკრიპტორიუმში 991 წლის წმ. ეფთვიმე ათონელის ავტოგრაფული ნუხიდან). „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია შექმნილი უნდა იყოს XI ს. II ნახევარში თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ. გარდა ამისა, შემორჩენილია ორი სვინაქსარული რედაქცია – ერთი ადრეული, შედგენილი XI ს-ის ბოლოსა თუ XII-ის დასაწყისში, და მეორე გვიანდელი, შემონახული XVII – XVIII სს. ხელნაწერებში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9