ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
ილა

ილარიონი (IX ს.)

  1. ქართლის კათოლიკოსი, მოღვაწეობდა მიძნაძოროს მონასტერში (ისტორიული კლარჯეთი), იყო დავით მიძნაძორელის მოწაფე, აგრეთვე – წყაროსთავის მონასტრის მაშენებელი და წინამძღვარი.

  2. უბისის მამასახლისი; გიორგი მერჩულის ცნობით, დიდხანს უმოღვაწია იერუსალიმში, მოხუცებულობისას ჩამოსულა ხანძთის მონასტერში. დამოუკიდებელი საეკლესიო მოღვაწეობის სურვილი არც სიბერის ჟამს განელებია და ამიტომ გაჰყოლია ხანძთიდან თევდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთის სამეფოში მონასტრების საშენებლად. როცა წმ. გრიგოლმა აფხაზეთის მეფის, დემეტრეს, თხოვნით ააშენა მონასტერი უბე (უბისა), მის მამასახლისად დაადგინა.

    წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9