ალექსანდრე III დიდი, მაკედონიის მეფე, მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, არისტოტელეს აღზრდილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო. მაკედონელი საქართველოში არ შემოსულა, თუმცა ლეონტი მროველი წერს, რომ იყო ქართლში. ამასვე ადასტურებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის მიხედვითაც, მაკედონელს ქართლში თან ახლდა აზო, ძე არიან ქართლის მეფისა, ციხეებში კი ისხდნენ ბუნ-თურქნი და ჰონნი, რომლებიც გაყარა, წესრიგი დაამყარა და ქართლი დაუტოვა აზოს.