აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ალა ალე ალვ ალი ალკ ალო ალფ

ალექსანდრე II (1527 – 1605 წწ.)

კახეთის მეფე, ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე; თავდაპირველად, მამის მსგავსად, ირანის ვასალად აღიარებდა თავს. 1578 წ., ჩილდირის ტბასთან ისმალთა მიერ სპარსელების დამარცხების შემდეგ, მორჩილება აღუთქვა თურქებს, ყოველწლიური ხარკი იკისრა და ქვეყანას თავიდან ააცილა მათი შემოსევა. მისი მეფობის პერიოდში საერთაშორისო სავაჭრო პუნქტებად იქცა ქალაქები გრემი და ზაგემი; გაშენდა ახალი დედაქალაქი გრემი; აშენდა ახალი სასახლეები და ტაძრები; განვითარდა ხელოსნობა, კულტურა; შეკეთდა ალავერდის ტაძარი. კახეთიდან სინასა და ათონზე მოწყალების სახით დიდძალი საქონელი იგზავნებოდა. მეფე აქტიურად იყო ჩაბმული იერუსალიმის ქართული სამონასტერო კერების შენარჩუნებისა და იქ ქართველ მღვდელ-მონაზონთა უფლებების დაცვის საქმეში. ალექსანდრე II კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის მოციქულის, რუსინ დანილოვის, წინადადებას, მიემართა თხოვნით რუსეთის მეფისათვის კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ (1585 წ.). 1586 წ. ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ხურშიტა ჩერქეზის შემადგენლობით. საპასუხოდ რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ ელჩები და 1587 წ. გაფორმდა ხელშეკრულება „ფიცის წიგნი“ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური კავშირის შესახებ. 1589 წ. კი რუსთა მეფისაგან მფარველობის ოფიციალური დადასტურება – „წყალობის სიგელი“ მიიღო. 1605 წ. ქ. ძეგამში მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა, კონსტანტინე-მირზას ბრძანებით, მოკლეს ალექსანდრე II, მასთან ერთად დახოცეს გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9