ათონის ქართველთა მონასტრის მონაზონი, წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თანამოღვაწე. მოღვაწეობდა „ოთხთა ეკლესიათა ლავრასა შინა“ წმ. არსენ ნინოწმინდელთან ერთად. მალე ისინი პონტოს ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდნენ, ხოლო შემდეგ, ქართველთა თხოვნით, მივიდნენ ათონის მთაზე ჯერ კიდევ წმ. იოანე მთაწმიდელის სიცოცხლეში; მხარში ამოუდგნენ ეფთვიმეს, ეხმარებოდნენ ლიტერატურულ საქმიანობაში, გადაწერეს მრავალი ხელნაწერი. მათი თხოვნით, წმ. ეფთვიმემ თავი დაანება წინამძღვრობასა და შეუდგა ინტენსიურ მთარგმნელობითს მოღვაწეობას. იოანე გრძელის ძემ და არსენმა გადაწერეს ეფთვიმეს თარგმანები.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]