ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
იოა იობ იოვ იონ იორ იოს

„იოვანესა და ეფთვიმეს ცხოვრება“

თხზულება მოგვითხრობს ათონის მთაზე ივერთა მონასტრის დაარსების ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია მამა-შვილის, წმ. იოანესა და ეფთვიმე მთაწმიდელების, მოღვაწეობასთან. დიდ საეკლესიო მოღვაწეს, წმ. გიორგი მთაწმიდელს (ათონელი) თხზულება „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ აღწერილი გლახაკისა გეორგის მიერ ხუცესმონაზონისა“ დეკანოზობაში (1042 – 1044 წწ.) დაუწერია, მალევე უთარგმნიათ ბერძნულ ენაზე. ჩვენამდე მოღწეულია ორი ბერძნული თხზულება: `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამის ჩვენისა ეფთვიმე ბერისა~ და `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მაშენებელთა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9