მოაზროვნე და მწერალი; მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრული ცნობები არ მოიპოვება. ავტორია თხზულებისა „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა“. ქართული აგიოგრაფიის ეს ნამდვილი შედევრი 786 – 790 წწ. დაწერილი. ტექსტის მიხედვით, მოღვაწეობდა ქართლის კათოლიკოს სამოელის (780 – 790 წწ.) პერიოდში. სწორედ, მისი თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ეს თხზულება. ავტორი აბოს მეგობარი და მისი წამების თვითმხილველი ყოფილა. ივანე ჯავახიშვილის თანახმად, იოანეს, ასევე, „საბანეანი“ ეწოდებოდა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იოანეს სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპისთვის დაუდგენელია, სასულიერო პირი იყო თუ – საერო.