ბიბლიური 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანი, რომლის შესახებ მოგვითხრობს „წინასწარმეტყველება იონაჲსი“. მის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მოუწოდა ღმერთმა ნინევიაში, ასურიის დედაქალაქში, წასვლა და სინანულის ქადაგება. იონას დაუმორჩილებლობის ცდა დამთავრდა იმით, რომ იგი ჩანთქა ვეშაპმა. წიგნი გვამცნობს, როგორ გათავისუფლდა სამი დღე-ღამის შემდეგ. იონას სიმბოლო ახალ აღთქმაში განხილულია, როგორც ქრისტეს აღდგომის წინასწარმეტყველება.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]