ღირსი ამბა ალავერდელი, ერთ- ერთი წმ. ასურელი მამა; მოვიდა ანტიოქიიდან წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]