„წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოსებ ამბა ალავერდელისა“ _ წმ. იოსებ ალავერდელი იხსენიება წმ. ასურელი მამების – დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის – „ცხოვრებათა“ მეტაფრასულ რედაქციებში (XII ს.). XVIII ს-ის I ნახევარში დაიწერა სვინაქსარული ცხოვრება „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოსებ ამბა ალავერდელისა“, რომლის ავტორია ერეკლე I-ის ასული მაკრინე მონაზონი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]