ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
ისა ისე ისი ისკ ისმ ისპ ისრ ისუ

„ისაკისა და იოსების წამება“

წმ. მოწამე ძმების, ისაკისა და იოსების, შესახებ „წამება“ დაიწერა სომხურ ენაზე, საიდანაც გადმოაკეთა ანტონ I კათალიკოსმა და შეიტანა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა ისაკ და იოსებისი, ვნებულთა ქალაქსა შინა თეოდოსიპოლსა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. მათ შესახებ ძველ ქართულ მწერლობაში არანაირი ცნობა არ მოიპოვება, არც სვინაქსარული ცხოვრების კვალი ჩანს ლიტურგიკულ ძეგლებში. სომხურ ენაზე არსებობს „წამება წმიდა საჰაკისა და იოსებისა“ და, სავარაუდოდ, ცნობები მათ შესახებ ანტონს ამ ტექსტის მიხედვით უნდა მოეპოვებინა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9