ერთ-ერთი ათცამეტი ასურელ მამათაგანი; მოღვაწეობდა და მღვდელმთავრობდა ქართლში, წილკნის ეპარქიაში. იყო დიაკონი, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფე. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]