„წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ისე წილკნელისა“ _ ცნობები წმ. ისე წილკნელის შესახებ შემონახულია წმ. შიო მღვიმელის ცხოვრების ადრეულ რედაქციებში. ამ ცნობების საფუძველზე XVIII ს. I ნახევარში შეიქმნა კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილის ისეს ვრცელი და მოკლე სვინაქსარული „ცხოვრება“. ცნობები წმ. ისე წილკნელის შესახებ ძველი რედაქციებიდან გადასულია წმ. დავით გარეჯელის გვიანდელ სვინაქსარულ „ცხოვრებაშიც“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]