ერთ-ერთი ათცამეტ ასურელ მამათაგანი. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში, მდ. ლეხურის აღმოსავლეთით „ჭალაკსა სამთავისისასა“ დაემკვიდრა და იქვე დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავისის ტაძრის ტერიტორიაზე. წმ. ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა წმ. ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]