ძვ. ებრ. „ღმერთი გაიგონებს“
ისმაილი, ბიბლიური აბრაამისა და აგარის ძე. ისააკის დაბადების შემდეგ აბრაამის კანონიერი ცოლის, სარას, დაჟინებით აბრაამმა ისმაილი და მისი დედა უდაბნოში განდევნა. ბიბლიის კომენტატორთა აზრით, ისმაელი არაბი ბედუინების (ისრაელების მონათესავე ტომი) წინაპარია. ყურანის მიხედვით, წინასწარმეტყველი და მაჰმადის // მუჰამედის უშუალო წინამორბედია. ამიტომ უწოდებენ მაჰმადიანებს ხან „ისმაიტელთ“, ხან – „აგარიანთ“. დასაფლავებულია მექაში, ქააბის მახლობლად.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]