ია იე ივ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იუ იშ
ისა ისე ისი ისკ ისმ ისპ ისრ ისუ

ისრაელი

ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე; ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო. ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ უწოდა ღმერთმა იაკობს მასთან ბრძოლის შემდეგ. მოგვიანებით სახელი მთელ ებრაელ ხალხზე გავრცელდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ სახელი „ისრაელი“ სამხრეთით მდებარე იუდას სამეფოსაგან განცალკევებულ ჩრდილოეთის სამეფოს აღნიშნავს. ძველ აღთქმაში აღწერილი ისრაელის ხალხის ძველი ისტორია იწყება აბრაამითა და სრულდება რომაელთა მიერ ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმის ტაძრის დანგრევით.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9