სახარების პერსონაჟი, ერთ-ერთი ქრისტეს 12 მოწაფეთაგან. 30 ვერცხლად გასცა იესო ქრისტე და შეაპყრობინა იუდეველთა მღვდელთმთავრებს, რომელთაც, რომაელების დახმარებით, იგი ჯვარს აცვეს. ქრისტეს შეპყრობის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. მისი სახელი მოღალატის, გამცემის, იუდას ამბორი კი მოჩვენებითი პატივისცემის‚ თაყვანისცემის, მოღალატის მხრიდან ამბორის სინონიმებად იქცა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]