კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კაბ კაე კათ კალ კან კაპ კარ კას კატ კახ

კაბბადუკია

კაპადოკია, მცირე აზიის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი ოლქი; კაპადოკია იყოფოდა „დიდ კაპადოკიად“ და „მცირე კაპადოკიად“ _ ეს უკანასკნელი მოიცავდა შავი ზღვის, ანუ პონტოს, სანაპირო ზოლს. მოგვიანებით კაპადოკია ეწოდებოდა მხოლოდ დიდ კაპადოკიაში შემავალ ტერიტორიას. ძვ. წ. II ათასწლეულში კაპადოკიაში ცხოვრობდნენ პროტოხეთები. ეს იყო ხეთების სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია. კაპადოკიელები იყვნენ: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სამი დიდი საეკლესიო მოღვაწე: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნაზიანზელი (ღვთისმეტყველი). კაპადოკია ცნობილია ადრინდელი ხანის კლდეში ნაკვეთი ეკლესიებისა და სამონასტრო კომპლექსების სიმრავლით.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9