კა კე კვ კი კლ კო კრ კუ კჳ
კაბ კაე კათ კალ კან კაპ კარ კას კატ კახ

კათალიკოზი // კათალიკოსი

ბერძნ. „საყოველთაო“, „მსოფლიო“, „მთავარი“

ქრისტიანული ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაურის უმაღლესი ტიტული. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კათოლიკოსად იწოდებოდა დაახლოებით 466 – 474 წლებიდან. ქართლის პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. XI საუკუნემდე ქართული ეკლესიის მეთაურს „ქართლის კათალიკოსს“ („მცხეთის კათალიკოსი“) უწოდებდნენ, XI საუკუნიდან „ქართლის კათოლიკოსი“ სინონიმია „საქართველოს პატრიარქისა“, 1010 წლიდან გვაქვს „ქართლისა კათალიკოზი და ყოვლისა საქართველოჲსა პატრიარქი“. დასავლეთ საქართველოში ცალკე საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ მისი მეთაური იწოდებოდა „აფხაზეთის კათალიკოსად“, XVI საუკუნიდან – „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“. ცვლილებები ქართული ეკლესიის მეთაურის ტიტულში ასახავდა ქართული ეკლესიის პოლიტიკური და სტრუქტურული განვითარების ეტაპებს. კათოლიკოსის თანამდებობა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიას შეუერთდა საეგზარქოსოს სახით. კათოლიკოსის თანამდებობა აღდგა 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად. 2010 წ. 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურას დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“. კათედრა მცხეთაშია (სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი), რეზიდენცია – თბილისში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9